მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა ტურისტებისთვის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების გადავადებას I მოსმენით მხარი დაუჭირა

ოცნება
12.06.24 15:46
316

პარლამენტმა „ტურიზმის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. 76 ხმით პარლამენტმა კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირა.

კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ წარადგინა.

კანონპროექტის თანახმად, ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევების სავალდებულო დაზღვევა, საქართველოში შემომსვლელ ტურისტებისთვის, 2026 წლის 1 იანვრამდე შეჩერდება.

„ტურიზმის შესახებ“ დღეს მოქმედი კანონი საქართველოში შემომსვლელ ტურისტებს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევების სავალდებულო დაზღვევის ქონას ავალდებულებს. იმის გამო, რომ კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების სამუშაო ჯგუფის ფორმატში აქტიური ჩართულობით მთელი რიგი საკითხები გამოიკვეთა, რომელიც ახალი რეგულაციების დანერგვის და ამოქმედებისთვის მრავალსაფეხურიან მოსამზადებელ პროცესს საჭიროებს, დღის წესრიგში დამატებითი ვადის შემოტანა გახდა საჭირო“, - განმარტა ირაკლი კირცხალიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები