მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტმა უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღო - "იმოქმედებს შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი"

6404f529d2be9
BM.GE
05.03.23 23:58
786
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ აცხადებს.

კერძოდ, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის 6 მარტს საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი.

"შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს და ღონისძიებებზე შესაბამის კომიტეტთან წინასწარ შეთანხმებულ დამსწრე პირებს.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრებისა, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, პარლამენტი ხვალ აგრძელებს აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას. იურიდიული კომიტეტის სხდომა დილის 09:30 საათზეა ჩანიშნული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები