პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ახალ წევრებად - ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩა, რომლებიც რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა წარადგინა, თუმცა ბოლო დღეების მოვლენების გამო დღეს, მათი წარდგენა გადაიფიქრა. პასუხად კი, უმრავლესობისგან პრეზიდენტმა ახალი ბრალდება მიიღო - საბანკო სისტემაში საბოტაჟის შექმნის მცდელობა. სესიამდე საფინანსო და დარგობრივი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირეს. პრეზიდენტმა ახალი კანდიდატურების წარდგენაზე უარი თქვა, ვიდრე არ გაუქმდებოდა სანქციების აღსრულებაში შეტანილი გამონაკლისი. როგორც ჩანს გამონაკლისის გაუქმება არავის სურს და რადგანაც 2 თვეში სებ-ის საბჭოს კიდევ 3 წევრი გამოაკლდებოდა და არაქმედუნარიანი გახდებოდა, ახალი კანდიდატები აირჩიეს.