"საქართველოს საგზაო უსართხოებისა და ავტოსკოლების ასოციაცია“ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვს. ასოციაციის თავმჯდომარის ილია მეკოკიშვილის წინადადების თანახმად, საგზაო ნიშნები არ არის სრულყოფილი. "დასამატებელია ბევრი საჭირო და მნიშვნელოვანი ნიშანი“, მათ შორის მხედრის სამოძრაო ბილიკი და საჭაპანო მოძრაობის აღმნიშვნელი ნიშნები.
"საქართველოს საგზაო უსართხოებისა და ავტოსკოლების ასოციაციას“ სხვა ინიციატივებიც აქვს. ასიციაცია მზადყოფნას გამოთქვამს, მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობის და პროგრამების შემუშავების პროცესში.

























