მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტში ენერგეტიკის დარგის პრობლემებზე სამუშაოდ საბჭო შეიქმნა

5bb3805ba64bd
დავით ჯალაღონია
02.10.18 20:30
602
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან ენერგეტიკის პრობლემებზე სამუშაოდ საბჭო შეიქმნა.

საბჭოს პირველ სხდომაზე დეპუტატებმა ფორმალური საკითხები განიხილეს, რაც ამ ფორმატის მიზნებს და სტრუქტურას ეხება.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც საბჭოს შექმნის წინაპირობა გახდა, ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდაა.

"ძალიან მზარდია ენერგომოხმარება და ენერგიის წარმოების წყაროებიც ასეთივე ტემპებით უნდა იზრდებოდეს და პირველ რიგში, როცა დავინახეთ, რომ ეს ბალანსი შესაძლოა, უახლოეს წლებში დაირღვეს, ეს პრობლემები რომ არ დადგეს სამომავლოდ, წინმსწრებად გვინდა, რომ ყველა პრობლემის იდენტიფიცირება მოხდეს, რათა მთავრობამ დროულად გაითვალისწინოს - მოხმარება და მიწოდება შესაბამისობაში უნდა იყოს. იცით თქვენ, რომ არსებობს პიკური სეზონები, როცა ელექტროენერგიის დიდი დეფიციტი გვაქვს და ამის ზრდა არ უნდა მოხდეს“, - განაცხადა კაკულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები