მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტში განსახილველად 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია შევიდა - სამინისტრო

2323

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტში განსახილველად შევიდა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია, რომლის მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ჯამური ოდენობა 36,3 მლრდ ლარამდე გაიზარდა.

მომავალ წელს, რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს.

ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 114,1 მლრდ ლარის ოდენობით. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 11 300 დოლარს აჭარბებს.

2029 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 145,5 მლრდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 14 500 დოლარს გადააჭარბებს.

"პროექტის წინა ვერსიისგან განსხვავებით, 2026 წლისთვის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი გაზრდილია 3,6 მლრდ ლარით, რაც გამოწვულია სტატისტიკის სამსახურის მიერ 2024 წლის ნომინალური შიდა პროდუქტის ფაქტობრივი მონაცემების დაზუსტებით და 2025 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 6 პროცენტიდან 7,2 პროცენტამდე ზრდით",- აღნიშნავენ უწყებაში.

ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 27,04 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 23,7%-ია. პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია 240,0 მლნ ლარით.

ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ის 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 33,4%-ის ფარგლებშია.

რომელ სამინისტროებს ეზრდებათ დაფინანსება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები