პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკურ პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კობა გვენეტაძის და მამუკა ხაზარაძის მოსმენა ჩაიშალა.
ოპოზიციის მწვავე პროტესტის მიუხედავად, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ საკითხი კენჭისყრაზე დააყენა, სადაც მას "ქართული ოცნების" წევრებმა დაუჭირეს მხარი; შედეგად სხდომა დაიხურა, თუმცა არც დახურულ ფორმატში გაგრძელებულაა.
შესაბამისად, მოსმენა ჩაიშალა.
რომან კაკულიას თქმით, TBC-ის საკითხზე საჯარო დისკუსია შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს.
"მე ვამბობ იმას, რომ როდესაც ჩვენ გუნდში გვქონდა მსჯელობა, რომელზეც გამოიკვეთა არგუმენტი, რომ ამ ფორმატში დიალოგში შესვლა შესაძლოა იყოს საფრთხის შემცველი. მე ვიღებ ამ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ მგონია, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება", - ამბობს კაკულია.

























