პარლამენტმა 79 ხმით დაუჭირა მხარი ქეთევან თურაზაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობას. ის საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლეა.
საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლის ქეთევან თურაზაშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხი პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ქეთევან თურაზაშვილს საკანონმდებლო ორგანოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.