მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში პლასტმასის ნაცვლად, შუშის ბოთლები გამოიყენონ - CatchUp Georgia-ს პეტიცია

5ec90c4304d23
BM.GE
23.05.20 17:35
1156
ორგანიზაცია CatchUp Georgia საქართველოს პარლამენტს პლასტმასის ნაცვლად, შუშის ბოთლების გამოყენებისკენ მოუწოდებს და ამ მიზნით პეტიციას აქვეყნებს.

CatchUp Georgia-ის ამ პეტიციის მიზანი პლასტმასის ბოთლით გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების კუთხით ეფექტური ნაბიჯების გადადგმაა.

ჩვენ ვართ ახალგაზრდა ორგანიზაცია CatchUp Georgia, რომელიც საქართველოში, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის კოორდინირებას და მის პოპულარიზებას ვუწევთ.

„მოგეხსენებათ, პლასტმასის ბოთლით გამოწვეული ზიანი მსოფლიოში უმნიშვნელოვანეს გამოწვევად იქცა. პლასტმასის ბოთლს დაახლოებით 700 წელი სჭირდება გასახრწნელად. 100 მილიონზე მეტი პლასტმასის ბოთლი ხვდება ოკეანეში ყოველწლიურად. ჩვენს მიერ გადაყრილი პლასტმასი არსად მიდის, ის უკან გვიბრუნდება, შავ ზღვაში.

პლასტმასის ბოთლი და მისი თავსახური ძალიან ხშირად, წყლის ბინადრებს, ფრინველებს და ცხოველებს ჯანმრთელობის პრობლემას უქმნის, ან მეტწილად, კლავს. ასევე, პლასტმასის ბოთლი შეიცავს ქიმიურ ნაერთ ბისფენოლ-ა, (Bisphenol A)-ს რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უაღესად საზიანოა.

ამიტომ, შევქმენით ონლაინ-პეტიცია, სადაც მივმართავთ საქართველოს პარლამენტს თხოვნით, რომ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენებზე და სესიებზე პლასტმასის ბოთლების მაგივრად გამოყენებულ იქნეს შუშის ბოთლები, რაც ბევრად უფრო ეკოლოგიურია. ჩვენ გადავწყვიტეთ ეს ინიციატივა შემოგვეთავაზებინა, რადგან ვიაზრებთ ფაქტს, რომ პლასტმასის ჩანაცვლება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, შესაბამისად ამ ინიციატივის დაწყება ქვეყნის უმთავრესი ორგანოდან ძალიან ეფექტიანი იქნება, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ საპარლამენტო საქმიანობას ადევნებს თვალს და აღნიშნული ორგანო საზოგადოებისთვის სამაგალითო უნდა იყოს.

იმედია, რომ თქვენი დახმარებით ამ კეთილ საქმეს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი შეიტყობს, ხელს მოაწერს და აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იქნება გადადგმული, იმედი გვაქვს, რომ გვერდში დაგვიდგებით და ერთად მნიშნველოვან, ძალიან კეთილ საქმეს გავაკეთებთ. ვიმედოვნებთ, რომ თქვენს ვებ-გვერდზე განათავსებთ ამ კარგ და მნიშვნელოვან ინიციატივას“, - ნათქვამია მიმართვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები