რუსული კანონის განხილვის ბოლო კვირა. პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცესი დაიწყო. სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი კანონმდებლებთან სიტყვით გამოდის. გიორგი მსხილაძის განცხადებით, გამჭვირვალობის შესახებ კანონი საკანონმდებლო ორგანომ არ უნდა მიიღოს. ქართული ოცნება პრეზიდენტის მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებს. ისინი ირწმუნებიან, რომ სანქციები არ იქნება, არც ვიზალიბერალიზაციას ექმნება საფრთხე.