მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების აუცილებლობას ხედავენ

5a1fa565c2ce0
დავით ჯალაღონია
30.11.17 10:28
925
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ მომავალში საქართველოში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღება საჭირო გახდება. ამის შესახებ კაკულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის სტრუქტურული რეფორმის შესახებ კანონპროექტების პაკეტის განხილვა გაიმართა.

დეპუტატებს სხდომაზე დისკუსია ჰქონდათ, ხომ არ გამოიწვევს სხვადასხვა დარგის სამინისტროების გაერთიანება გარკვეულ მიმართულებებზე ყურადღების მოდუნებას და ქვეყნის პრიორიტეტების სიაში ცალკეული სფეროების პოზიციების დათმობას. ამ განხილვის შესაჯამებლად კი რომან კაკულიამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივნის თანამდებობის არსებობა მსგავს უხერხულობებს მოხსნის.

„ამ შემცირებების კონტექსტმა გამახსენა დიდი ხნის წინ დაწყებული საუბარი, როდესაც ჩვენ საჯარო რეფორმაზე ვსაუბრობდით. სახელმწფო მდივნის პოზიციის შემოღების თემა გახსოვთ. ჩვენ მოგვიწევს ცხადია, ოპტიმიზაციისკენ წასვლა და თქვენ გახსოვთ ის დისკუსიები, როდესაც სახელმწიფო მდივნის პოზიციის შემოტანა, აღარ ხდის საჭიროს ამდენ მოადგილეებს. ეს საუბარი მიბიძგებს იმ თემაზე დაბრუნებისკენ, რომელიც დღევანელი საუბრის თემა არ არის, მაგრამ მგონია, რომ თუ ოპტიმიზაცია სამომავლოდ დაგვჭირდება, ალბათ ძალიან კარგი მოდელი იქნება იმ ქვეყნის მოდელები, სადაც არსებობენ მინისტრები, შემდეგ სახელმწიფო მდივნები, რომლებიც არაპოლიტიკური პოზიციებია და ასეთ სტრუქტურებში დეპარტამენტებს ნამდვილად აქვთ ის დატვირთვა, რაც არ იწვევს ხოლმე სტატუსიდან გამომდინარე გარკვეულ უხერხულობებს“, - განაცხადა კაკულიამ და დასძინა, რომ დღევანდელი დისკუსია სამომავლოდ, ამ ტიპის ცვლილებების აუცილებლობაში არწმუნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები