მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში “ტურიზმის შესახებ კანონის” განხილვები დაიწყო - რა შენიშვნები აქვს ბიზნესს?

BM.GE
21.06.23 11:37
202
კანონპროექტი, რომელსაც ტურიზმის სექტორი რამდენიმე წელია ელოდება, პარლამენტშია. საუბარია „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტზე, რომელსაც კულტურის კომიტეტმა გასულ ორშაბათს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. კანონპროექტით, რომელზეც დარგობრივმა კომიტეტმა იმუშავა, განსაზღვრავს ტურისტის, როგორც მომხმარებლის უფლებებსა და გარანტიებს. კანონპროექტით ტურისტული საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტები ვალდებული იქნებიან რეგისტრაცია გაიარონ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ნებაყოფლობითი იქნება გიდების პროფესიული სერტიფიცირება, თუმცა კანონპროექტში გათვალისწინებულია დამატებითი სტიმულები სერტიფიცირებული გიდებისთვის. 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგულაცია რაც შემოდის და რაც მათ შორის იყო კერძო სექტორის კრიტიკის საგანი ტუროპერატორებისა და კომბინირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებლების სავალდებულო ფინანსურ უზრუნველყოფას ითვალისწინებს. შესაძლო გადახდისუუნარობის შემთხვევაში მათ შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევა ან საბანკო გარანტია უნდა გააჩნდეთ. ამ ვალდებულების შესრულებას ზედამხედველობას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გაუწევს. რამდენად მისაღებია წარმოდგენილი კანონპროექტი ტურიზმის სექტორისთვის, რომელზეც 3 წლის განმავლობაში მიდიოდა მუშაობა? 

სტუმრები: თამუნა თანდაშვილი - საქართველოს ტურიზმის ალიანსის თანადამფუძნებელი;
რატი კოჭლამაზაშვილი - ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები