პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 6 პირი დააკავეს - ამის შესახებ Bm.ge-ს შსს-ში უთხრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ ყველა ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ისევ დაძაბულობაა. შეგახსენთ, რომ აქციის მონაწილეები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.
რამდენიმე წუთის წინ, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ, ცენტრალურ შესასვლელთან აღმართული რკინის ჯებირები მოარღვიეს. პერიოდულად, სპეცდანიშნულების რაზმი ცრემლსადენ აირსა და წყლის ჭავლს იყენებს.
შეგახსენებთ, პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს", რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” აცხადებს.
რუსულ კანონს ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო წინააღმდეგ 13 წავიდა.