მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

სს

რუსთაველის გამზირზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს, გზა გადაიკეტა.

შეკრებილები ფიქრობენ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის შესახებ ცნობადობა უნდა გაიზარდოს, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ის.

დემონსტრანტებმა შეკრება საღამოს შვიდ საათზე, ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ ორგანიზებით დაიწყეს.

აქციის ბირთვს სტუდენტები წარმოადგენენ, რომელთა განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, როგორც თსუ-ს ლექტორმა უნივერსიტეტის სტუდენტების ხმა უნდა გაიგოს.

შეგახსენებთ, რომ აგენტების კანონი პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები