ადამიანი, რომელიც რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტობისთვის იყრიდა კენჭს, ახლა კერძო სკოლის დაფუძნებას გეგმავს.
Bm.ge-თან ინტერვიუში “გირჩის” თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ამჟამად ახალი სკოლის ადგილდებარეობის შერჩევის პროცესშია, რის შემდეგაც 500-1000 ბავშვზე გათვლილ სკოლას გახსნის.
სკოლა სტანდარტული არ იქნება.
ჯაფარიძის თქმით, იქ სწავლება განათლების სამინისტროს მიერ აკრედიტებული წიგნებით არ მოხდება. ჯაფარიძის თქმით, მოსწავლეები კლასების სისტემით არ იქნებიან შეზღუდულები.
“ეს არ იქნება სკოლა, რომელიც აკრედიტებული იქნება განათლების სამინისტროს მიერ. ჩვენ ატესტატს არ ექნება სახელმწიფოს აკრედიტაცია. ეს არ იქნება სასწავლებელი, რომელიც გაივლის ავტორიზაციას განათლების სამინისტროში, აქ არ იქნებიან მასწავლებლები, რომლებიც იქნებიან სერტიფიცირებული განათლების სამინისტროს მიერ და ასე შემდეგ. არ იქნება სახელმძღვანელოები, რომლებიც გრიფირებულია. შეიძლება იყოს, მაგრამ ეს ჩვენი თვითმიზანი არ იქნება. ჩვენ გვექნება გაცილებით მეტი არჩევანის თავისუფლება. გვეყოლება ახალგაზრდა მასწავლებლები, რომელთაც სამინისტრო არ უშვებს სხვა სკოლებში, გამოვიყენით განათლების სხვა ინსტრუმენტები. სრული თავისუფლება გვექნება გამოვიყენოთ ის მიდგომები, რომლებიც არის წარმატებული.
გვინდა, რომ შევქმნათ სკოლების ქსელები. პირველი სკოლაში იქნება დაახლოებით, 500-1200 ბავშვი. ჩვენ სკოლაში არ იქნება სტანდარტული დაყოფა 1-დან 12 კლასამდე. აქ ბავშვებს შეზღუდვა არ ექნებათ, შეიძლება მოვიდეს 5 წლის ბავშვიც და 4 წლის ბავშვიც. ისევე როგორც ვიღაცას შეიძლება მოუნდეს, რომ საკუთარი სურვილით დარჩეს 17-18 წლამდეც სკოლაში და დამთავრების შემდგომ, სწავლა გააგრძელოს. არც ამის პრობლემა არ იქნება", - ამბობს ჯაფარიძე.
თუ რა იქნება, "გირჩის" სკოლაში სწავლების საფასური, ჯერჯერობით, უცნობია.
ამასთან, “გირჩის” დამფუძნებელი ფიქრობს, რომ მშობლებს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებულ სასწავლებელში ბავშვის შეყვანა არ გაუჭირდებათ.

ჯაფარიძე ამბობს, რომ კონცეფცია იმის შესახებ, რომ სკოლა პოლიტიკისგან დაცლილი უნდა იყოს, საბჭოთა გადმონაშთს წარმოადგენს.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, სკოლის ინვესტორი ქართველი ბიზნესმენია. სკოლას შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე ინვესტორიც ჰყავდეს. წინასწარ ინვესტიციის მოცულობა უცნობია, აღნიშნული დაკავშირებული იქნება იმასთან, თუ რა ლოკაციას შეარჩევენ სკოლისთვის.