სხვადასხვა ტელეკომპანიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, 2016 წლის წლის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი სამმა პარტიამ გადალახა: „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი“.
დაპირებები, რომლებიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასაარჩევნოდ ამომრჩეველს მისცა:
• გადასახადების შემცირება - საშემოსავლო გადასახადი 15%-მდე შემცირდება 2017 წელს, ხოლო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში - 10%-მდე; განაწილებული მოგების გადასახადი ოთხი წლის განმავლობაში შემცირდება 10%-მდე.
• პენსიის 50%-ით ზრდა
• ფიზიკური პირისათვის მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის დადგენილი წლიური ბრუნვის მოცულობის ზედა ზღვარი აიწევა 30 000 ლარიდან 90 000 ლარამდე;
• 200 000 ლარის ბრუნვამდე ბიზნესი მცირე ბიზნესად ჩაითვლება და, შესაბამისად, შეღავათიანად დაიბეგრება
• დღგ-ს მხოლოდ 200 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე სუბიექტები გადაიხდიან;
• საფოსტო გზავნილების მეშვეობით დაუბეგრავად საქონლის შემოტანის ზედა ზღვარი, 300 ლარის ნაცვლად, 1500 ლარი გახდება
• 2017 წელს სახელმწიფო ბიუროკრატიისა და სხვა არაეფექტური ხარჯები შევამცირდება სულ მცირე ერთი მილიარდი ლარით;
• 2019 წლიდან მთავრობის ხარჯების მოცულობა შეიზღუდება მშპ-ს 25%-ით. 2022 წლიდან ეს მაჩვენებელი მშპ-ს 20%-ით განისაზღვრება.
• ამოქმედდება რეგულაციების „დაისის პრინციპი“ - 5 წლის შემდეგ ნებისმიერი რეგულაცია ავტომატურად გაუქმდება, თუკი ხელახალი განხილვის შემდეგ არ მოხდება მისი მოქმედების დასაბუთება და ვადის გაგრძელება
• აღდგება ალტერნატიული საგადასახადო აუდიტი და ფიზიკური პირებისთვის გადახდით დეკლარირების შესაძლებლობა;
• გადაიხედება და, სადაც შესაძლებელია, გაუქმდება ყველა რეგულაცია, რომელიც საქართველოსთვის პირდაპირ სავალდებულო არ არის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი და/ან სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით;
• გაუქმდება ქართულ ბაზარზე დაშვების ნებისმიერი შეზღუდვა;
• გამოცხადდება სრული საგადასახადო ამნისტია;

























