მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარტიების შემოწირულობებმა 11.7 მლნ-ს მიაღწია - ვის აჩუქეს ყველაზე მეტი ფული?

5f7729fee155b
შოთა ტყეშელაშვილი
02.10.20 17:30
1986
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირა რჩება, პოლიტიკური კამპანიები დასკვნით ფაზაში შედის, ასევე, გააქტიურებულია პოლიტიკური შემოწირულობებიც, რომლებმაც სექტემბერში 11,697,768 ლარი შეადგინა. ჯამურად, გასული თვის განმავლობაში 677 დონაცია გაიცა, ამ დონორებს შორის წელსაც, ისევე როგორც სხვა არჩევნების დროს, განსაკუთრებულად აქტიურობდნენ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები და უშუალოდ პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან დაახლოებული პირები, მათი ოჯახის წევრები და ნათესავები.

ყველაზე მეტი - 245 შემოწირულობა მმართველი პოლიტიკური პარტიის - “ქართული ოცნების” სასარგებლოდ განხორციელდა, რომელმაც დონაციების სახით 6,515,650 ლარი მიიღო. ეს მთლიანად პოლიტიკური დონაციების 55.7%-ია. გასული თვის განმავლობაში ოცნებას 60,000 ლარი 50-ზე მეტმა ადამიანმა შესწირა. მათ შორის პარტიის სასარგებლოდ 60,000 ლარი გადარიცხა კომპანია “ყაზბეგის” დამფუძნებელმა გოგი თოფაძემ, ასევე ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარობის კანდიდატმა ანტონ ობოლაშვილმა, რომელიც კომპანია “გლობალფარმის” დამფუძნებელია. "ქართულ ოცნებას" 60,000 ლარი შესწირა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა CEO-მ გიორგი ბაჩიაშვილმაც. მასთან ერთად პარტიის სასარგებლოდ 60,000 ლარი KTW-ს დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემაც გადარიცხა.

პოლიტიკური შემოწირულობებით მეორე ადგილზეა “ლელო საქართველოსთვის”, რომელმაც 1,344,591 ლარის დონაციები მიიღო. მათ შორის 8 დონაცია 60,000 ლარს შეადგენდა. 1,172,837 ლარით მესამე ადგილზეა “სტრატეგია აღმაშენებელი”, მას კი 727,767 ლარით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოსდევს. 621 ათას ლარზე მეტი შესწირეს  “პატრიოტთა ალიანსს”, ხოლო “ევროპულ საქართველოს" 430 ათასი ლარი გადაურიცხეს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები