მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის მომავლის ინვესტიციები: მდგრადი დაფინანსება

კონფერენცია Partnership4SDGs
18.06.24 16:50
1588

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით და შვედეთის დაფინანსებით, 14 ივნისს, ბათუმში, კონფერენცია - „პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ (Partnership4SDGs Forum) გაიმართა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდას და მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაციის პროცესში პარტნიორობის ხელშეწყობას.

კონფერენციაზე ყურადღება მდგრად დაფინანსებასა და ამ მიმართულებით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ასევე, კერძო სექტორის პერსპექტივაზე გამახვილდა. გარდა ამისა, იმსჯელეს ფინანსურ ინსტიტუტებში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ინტეგრირებასა და მდგრადი პრაქტიკების დანერგვის მნიშვნელობაზეც.

გაიმართა პანელური დისკუსიები თემებზე: - ინსენტივები მდგრადი დაფინანსებისთვის პოლიტიკის დონეზე,საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების პერსპექტივები მდგრადი დაფინანსების ჭრილში და კერძო სექტორის პერსპექტივები მდგრად დაფინანსებაში.

კონფერენციის ფარგლებში, ასევე, წარადგინეს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის დაკვეთით და EY Georgia-ს მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია მდგრადი განვითარების მიზნების პროგრესის შესახებ.

“მდგრადი დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის მდგრადი, სოციალური, ასევე გარემოს დაცვის განვითარებას. 1 წელია, რაც მიღებულ იქნა ახალი რეგულაციები ამ მიმართულებით და ფინანსური სექტორიც გააქტიურებულია, თუმცა, მნიშვნელოვანია კომპანიებმა გამოიყენონ არსებული მექანიზმები. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ, რომ ავამაღლოთ ცნობიერება ბიზნეს სექტორში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმის შესახებ, თუ რა შესაძლებლობები არსებობს მათთვის, როგორ შეუძლიათ, მეტი წვდომა ჰქონდეთ ფინანსებზე, მწვანე სესხზე, მდგრად მიმართულებებზე, განათავსონ ობლიგაციები ბაზარზე”,- განაცხადა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა.

ღონისძიებაში მონაწილეობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ინვესტორთა საბჭოს, ბიზნეს სექტორის და მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები