მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის - #გზამდგრადობისკენ

როგორ მუშაობს ერთობლივად ბიზნესი და სამოქალაქო სექტორი ბავშვებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად?

საქართველოში 16 წლამდე ასაკის 236 435 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებს – ეს არის სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის აპრილის ოფიციალური მონაცემები. ეს რიცხვი, დაახლოებით, ამ ასაკის ბავშვების რაოდენობის 29%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საქართველოში ყოველი მესამე ბავშვს სჭირდება საარსებო შემწეობა. ამასთან ერთად, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ბაზაში 350 000-ზე მეტი ბავშვია რეგისტრირებული.

რამდენიმე დღის წინ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბევრმა კომპანიამ ძალიან საინტერესო აქტივობებით აღნიშნა. ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების კეთილდღეობა და მათი განვითარებისთვის ხელსაყრელი და უსაფრთხო გარემოს შექმნა. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში ბიზნესის უფრო აქტიური და მდგრადი ჩართულობა.

ინტერვიუერი: რატი ზაუტაშვილი - გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი;

სტუმრები: მარიამ წერეთელი - პროექტის მენეჯერი, „სუპერგმირი“;

თათია კარიაული - ბრენდის ხელმძღვანელი, VELI.store;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები