მზრუნველი მამობის მხარდაჭერა და შვილების აღზრდაში ორივე მშობლის თანასწორი ჩართულობის ხელშეწყობა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ბანკის და გაეროს მოსახლეობის ფონდის მრავალწლიანი პარტნიორობა. პარტნიორობის ფარგლებში არაერთი საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული ინიციატივა ხორციელდება, რომლებიც მშობლების, განსაკუთრებით კი მამების, აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. მსგავსი ინიციატივების მიზანია საზოგადოებაში მზრუნველი მამობის კულტურის გაძლიერება და იმ გარემოს შექმნა, სადაც ბავშვის აღზრდაში ორივე მშობლის თანაბარი მონაწილეობა ყოველდღიურ პრაქტიკად იქცევა.
სტუმრები: ანი ლომთაძე - საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი; ეთერ ნოღაიდელი - პროექტის ანალიტიკოსი, გაეროს მოსახლეობის ფონდი;


































