მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„პარტნიორობა, რომელიც სცდება დაზღვევას“ – “ბენეფიტსმა” პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებს HR საუზმეზე უმასპინძლა

„პარტნიორობა, რომელიც სცდება დაზღვევას“ – “ბენეფიტსმა” პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებს HR საუზმეზე უმასპინძლა
27.02.26 15:24
561

სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსმა“ 27 თებერვალს პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა გამორჩეული ფორმატის ღონისძიებაზე — HR საუზმეზე, რესტორან “ლადონინაში”. ღონისძიება ჩატარდა კამპანიის – „პარტნიორობა, რომელიც სცდება დაზღვევას“ ფარგლებში.

სტუმრებმა გიდის თანხლებით დაათვალიერეს ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი და ახლოდან გაეცნენ მის შემოქმედებას, რომელმაც ქართული ხელოვნების ისტორიაში გამორჩეული კვალი დატოვა.

კულინარიულ გამოცდილებაზე კი იზრუნა შეფმა ქეთი ბაქრაძემ, რომელიც სტუმრებს სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შექმნილი, გამორჩეული საუზმით გაუმასპინძლდა.

სწორედ ამ შთამაგონებელ, არაფორმალურ და მეგობრულ გარემოში, გაიმართა ღონისძიება სადაც მოწვეულ HR პროფესიონალებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთ სივრცეში შეხვედროდნენ სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებს, გაეზიარებინათ გამოცდილება და განეხილათ სამომავლო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დაზღვეული კომპანიებისთვის შევქმნათ საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ღია დიალოგს, გამოცდილების გაზიარებასა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას. მსგავსი ფორმატის შეხვედრებს მომავალშიც გავაგრძელებთ, რათა ჩვენს პარტნიორებს თანამშრომლობისა და განვითარების დამატებითი შესაძლებლობები შევთავაზოთ. ვთვლით, რომ პირდაპირი კომუნიკაცია, უკუკავშირის მიღება და ერთობლივი განხილვები გვაძლევს საშუალებას, მუდმივად გავაუმჯობესოთ სადაზღვევო სერვისები, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ პარტნიორების საჭიროებები და შევთავაზოთ მათზე მორგებული, ეფექტური გადაწყვეტილებები,“ -განაცხადა კომპანიის კომერციულმა და ბიზნეს განვითარების დირექტორმა ანა შავგულიძე.

„ბენეფიტსი“ 2017 წელს დაარსდა და დღეს უკვე 80 000-მდე დაზღვეულს ემსახურება. კომპანია ყოველწლიურად ზრდას განაგრძობს და სადაზღვევო ბაზარს სიახლეებს სთავაზობს, 2 მარტიდან კი თბილისში, რ. ლაღიძის N8-ში, დაზღვეულებს ახალი პრემიუმ სერვის ჰაბი მოემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები