პარტნიორობის მემორანდუმი “ლიბერთისა” და “ნიუ ვიჟენ დაზღვევას” შორის
BM.GE
11.04.22 12:26
• 561
ლიბერთსა და ნიუ ვიჟენ დაზღვევას შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მომხმარებლისთვის სადაზღვეო და საბანკო პროდუქტების გამარტივებულ შეთავაზებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში ის ფერმერები რომლებიც ლიბერთი ბანკის მომხმარებლები არიან, ერთი ვიზიტით როგორც ლიბერთის ასევე ნიუ ვიჟენ დაზღვევის მომსახურებას შეიძენენ, კერძოდ ისინი მოსავლის დაზღვევით სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებულ რისკებს მომზადებულები დახვდებიან. აღსანიშნავია, რომ ლიბერთი და ნიუ ვიჟენი უკვე მეორე წელია თანამშრომლობენ. მათი საერთო მომსახურებით კი უკვე რამდენიმე ათასმა ფერმერმა წარმატებით ისარგებლა.