მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PASHA Bank-ის IPO ბაქოს საფონდო ბირჟაზე - ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი თიბისი კაპიტალია

აზერბაიჯანის ერთ-ერთმა წამყვანმა კერძო ბანკმა - PASHA Bank-მა ბაქოს საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი საჯარო შეთავაზება გააკეთა. ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი თიბისი კაპიტალი იყო. IPO-ის ფარგლებში PASHA Bank-მა კაპიტალის 5%-ის შესაბამისი ჩვეულებრივი აქციები განათავსა. ტრანზაქციის მოცულობამ დაახლოებით 51.3 მილიონი აზერბაიჯანული მანათი, ანუ 30.2 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. მოთხოვნამ მიწოდებას მნიშვნელოვნად გადააჭარბა, რაც ბანკის მიმართ ინვესტორთა დიდ ნდობას ადასტურებს. წარმატებული IPO კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თიბისი კაპიტალის მზარდ როლს რეგიონულ საინვესტიციო საბანკო საქმიანობაში და ადასტურებს მის შესაძლებლობას, მხარი დაუჭიროს კაპიტალის ბაზრების კომპლექსურ ტრანზაქციებს საქართველოს ფარგლებს გარეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები