24 ივნისს აზერბაიჯანის საფინანსო სექტორში კიდევ ერთი ახალი ეტაპი დაიწყო, და მოხარული ვარ, რომ ამ ყველაფრის თანამონაწილენი გავხდით ბაქოში 1-დღიანი ვიზიტისას, სადაც ქვეყნის ერთ-ერთმა წამყვანმა კერძო ბანკმა - PASHA Bank-მა ბაქოს საფონდო ბირჟაზე აქციები განათავსა. ეს ამბავი ბიზნეს მედიისთვის ცხადია საინტერესო ნებისმიერ შემთხვევაში იქნებოდა მაგრამ ორმაგად მნიშვნელოვანი იმის გამო გახდა,რომ ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი ქართული საინვესტიციო ბანკი, თიბისი კაპიტალი იყო.IPO-ის ფარგლებში PASHA Bank-მა კაპიტალის 5%-ის შესაბამისი ჩვეულებრივი აქციები განათავსა და როგორც დასაწყისში მოგახსენეთ, პაშა ბანკის და ტიბისი კაპიტალის მოწვევით,გვქონდა პატივი ამ ნამდვილად ისტორიული დღის თანამონაწილე და გულშემატკივრები გავმხდარიყავით. ტრანზაქციის მოცულობამ დაახლოებით 30.2 მილიონი დოლარი იყო და როგორც მოგვიანებით ჩვენთან ინტერვიუს დროს PASHA Bank-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, მიღებული ნდობა რაც ამ ტრანზაქციისას დაფიქსირდა მათთვის დიდი გამოწვევა და კიდევ უფრო გამჭვირვალე ბიზნესის მხოლოდ დასაწყისია. ასეთი ფაქტები გარდა იმისა რომ თავად პაშა ბანკისთვის და პაშა ბანკისთვის არის მნიშვნელოვანი საინტერესო პერსპექტივას ხსნის ინვესტორებისათვის აზერბაიჯანული ბიზნესების და ინვესტიციების მხრივ, რაშიც კარგი გამოცდილება დაუგროვდა თიბისი კაპიტალის გუნდს.
ინტერვიუ: ჯავიდ გულიევი - PASHA Bank -ის აღმასრულებელი დირექტორი და აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე;
ოთარ შარიქაძე - თიბისი კაპიტალი, დირექტორი


































