პაშა ბანკი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აზერბაიჯანული ჰოლდინგის - პაშა ჰოლდინგის წევრია. ბანკი 11 წელია ოპერირებს საქართველოში და მსხვილ ბიზნესებს სრულ კორპორატიულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს. ახალი ტექნოლოგიების გათვალისწინება პროდუქტებისა და სერვისების განვითარებაში ბანკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. პაშა ბანკი ღიად გამოხატავს მზაობას ითანამშრომლოს ფინტექ კომპანიებთან, რომელთა გადაწყვეტილებები ახლებურად და უფრო მარტივად პასუხობს იმ გამოწვევებს რაც დღეს დგას ფინანსური სერვისების და პროდუქტების მომხმარებლების წინაშე. პაშა ბანკის და ქიფზის პარტნიორობა ამის კარგი მაგალითია.
სტუმრები: ანზორ მანწკავა - "პაშა ბანკი-საქართველოს" საოპერაციო დირექტორი;
გიორგი მარიამიძე - Keepz-ის გენერალური დირექტორი.