პაშა ბანკმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ხელი მოაწერეს პარტნიორობის ხელშეკრულებას.პაშა ბანკი საქართველოში ჭადრაკის განვითარებისა და პოპულარიზაციის მხარდამჭერი გახდა. ხელმოწერის ცერემონია გაიმართა პაშა ბანკი საქართველოს სათავო ოფისში. მას ესწრებოდნენ პაშა ბანკის გენერალური დირექტორი რამილ იმამოვი, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი აკაკი იაშვილი, და ასევე ბანკისა და ფედერაციის წარმომადგენლები. ჭადრაკის განვითარებისა და პოპულარიზაციის მხარდაჭერა წელს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი ინიციატივაა. ამ პარტნიორობის მიზანია ჭადრაკის სწავლების სტანდარტებისა და მეთოდების გაუმჯობესება, ახალგაზრდა მოჭადრაკეების განვითარების ხელშეწყობა და ზოგადად ჭადრაკის პოპულარიზაცია ბავშვებსა და მოზარდებში.
სტუმრები: მაკა გვრიტიშვილი - “პაშა ბანკის” ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი;
აკაკი იაშვილი - ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი;