ბათუმმა მსოფლიო მოზარდ მოჭადრაკეთა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს - კადეტთა მსოფლიო თასს უმასპინძლა. წელს პირველად, ჩემპიონატი „ფიდეს“ მიერ დანერგილი ახალი ფორმატით ჩატარდა და მასში 67 ქვეყნის 700-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. ბავშვთა ჭადრაკის მხარდამჭერია „პაშა ბანკი“, რომლისთვისაც ჭადრაკის განვითარების ხელშეწყობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.


































