მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პაშა ბანკს" ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

5a72f3400516e
თამუნა მინჯია
01.02.18 14:58
1647
სს ’’პაშა ბანკ საქართველოს“ ახალი გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჰყავს - არდა იუსუფ არკუნი. ცვლილება ძალაში დღეიდან (2018 წლის 1 თებერვლიდან) შევიდა.

’’ შაჰინ მამედოვის მმართველობის პერიოდში ’’პაშა ბანკი“ მომგებიან კორპორატიულ ბანკად ჩამოყალიბდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და კვალიფიციური თანამშრომლების დასაქმებითა და ახალი ტექნოლოგიების ინვესტირებით მომხმარებელს ხარისხიან საბანკო პროდუქტებს და მომსახურებას შევთავაზებთ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კლიენტებისთვის კვლავ სასურველ პარტნიორებად დავრჩებით და როგორც აზერბაიჯანიდან, ასევე სხვა ბაზრებიდან დაფინანსების იაფი წყაროების მოზიდვით, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას დავეხმარებით,” - აცხადებს სს ’’პაშა ბანკ საქართველოს“ ახალი გენერალური დირექტორი არდა არკუნი.

არკუნმა 1998 წელს ნიუ-იორკში ჰამილტონის კოლეჯი ეკონომიკის და მათემატიკის მაგისტრის ორმაგი ხარისხით დაამთავრა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ის JP Morgan-ში დასაქმდა, შემდეგ კი კარიერა დიდ ბრიტანეთსა და რუმინეთში ბიზნესის განვითარების და სტრატეგიული მრჩევლის პოზიციებზე გააგრძელა.

სხვადასხვა წლებში არკუნი ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა ისეთ კომპანიებში, როგორიც არის Capital Resources Advisors, Nar Mobile, B&B TV და AIMROC. ’’პაშა ჰოლდინგში“ კი მან მრჩევლის პოზიცია გასული წლის აგვისტოში დაიკავა.

პაშა ბანკი“ 2007 წლის ივნისში დაარსდა, ხოლო სს ’’პაშა ბანკ საქართველო“ 2013 წლის თებერვლიდან ფუნქციონირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები