„სომხეთის ეკონომიკა კარგ განწყობაზეა“, - ეს განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
ნიკოლ პაშინიანის ინფორმაციით, ბოლო 4 თვის სტატისტიკით, ეკონომიკური სიტუაციის განვითარება პოზიტიური და ოპტიმისტური დინამიკით მიმდინარეობს.
როგორც სომხეთის მთავრობის მეთაურმა განმარტა, აპრილში ეკონომიკური აქტივობის ინდექსმა 9,2%-ს მიაღწია.
„თუ ამ მონაცემებს პირველი კვარტლის ციფრებს შევადარებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სომხეთის ეკონომიკა კარგ განწყობაზეა. აქედან გამომდინარე, ახლა ჩვენი დავალებაა, ეს კარგი განწყობა სწორად მივმართოთ ინვესტიციებზე და უკეთეს ინდიკატორებს მივაღწიოთ“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.
პაშინიანის ინფრომაციითვე, სომხეთში ინდუსტრიული წარმოება 13,2%-ით გაიზარდა, ვაჭრობა - 9% -ით, ხოლო მომსახურების სფეროში აქტივობამ 16,2%-ით მოიმატა.
„თუმცა ყველაზე გამამხნევებელი ნიშანია ის, რომ ექსპორტში ზრდა 9,9%-მდეა“, - დასძინა ნიკოლ პაშინიანმა.

























