მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პაშინიანი: სომხეთს შეუძლია, ენერგეტიკული ჰაბი გახდეს

5d91d5f315245
მიხეილ ხაჩიძე
30.09.19 23:00
1903
სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესაძლოა, ენერგეტიკის ჰაბი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს მეზობელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა "ევრაზიის კონტინენტის ტრანზიტული პოტენციალის" ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ნიკოლ პაშინიანის თქმით, ამ პროცესს ხელს ირანთან მჭიდრო თანამშრომლობა შეუწყობს.

სომხეთის პრემიერის ამბობს, რომ კავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში, სომხეთი ყველა ღონეს ხმარობდა პრობლემების გადასაჭრელად, რამაც შეიძლება, სტიმული მისცეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და დივერსიფიკაცია, რაც კავშირის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკისა და სავაჭრო ბრუნვის გაზრდას გამოიწვევს, ასევე ექსპორტის შესაძლებლობებსაც გაზრდის.

პაშინიანის განცხადებით, ევრაზიის კონტინენტი ყოველთვის იყო ეკონომიკური და კულტურული მოზაიკა, სადაც სომხეთს ისტორიულად აბრეშუმის გზაჯვარედინზე მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა.

"დღეს, სომხეთს, მისი ადგილმდებარეობის გამო, შეუძლია საიმედო სატრანსპორტო დერეფანი გახდეს", - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ ერევანში ფორუმი სახელწოდებით "ევრაზიის კონტინენტის ტრანზიტული პოტენციალი" 30 სექტემბერს გაიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები