მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პასუხობს თუ არა აგროდაზღვევა აგროსაქმიანობების საჭიროებებს - რა წერია აუდიტის დასკვნაში?

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აგროდაზღვევის პროგრამის საოპერაციო შედეგები შეისწავლა, რომელმაც აჩვენა, რომ დაზღვევადი კულტურების მრავალფეროვნებისა და სახელმწიფო სუბსიდირების 50%-დან 90%-მდე წილის მიუხედავად, პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა და დაზღვეული ფართობის მაჩვენებელი წლების განმავლობაში ნელი ტემპით იზრდება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ფერმერებისთვის ხელსაყრელი სადაზღვევო პირობების შემუშავება კვლავ გამოწვევად რჩება.

აუდიტორთა კვლევამ აჩვენა, რომ სადაზღვევო პირობები არ არის მორგებული აგროსაქმიანობის საჭიროებებზე, ვინაიდან არ არის გათვალისწინებული თითოეული რეგიონის და კულტურის სპეციფიკა განსხვავებული კლიმატური პირობების, მოსავლიანობის, სიმწიფის პერიოდის, ღირებულების, რისკებისა და სხვა ფაქტორების მიხედვით. მაგალითისთვის, დაზღვევა ყველაზე გავრცელებულია კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში, სადაც პოპულარულია ვაზის, მარცვლეულისა და ხეხილის კულტურები და მათ საერთო დაზღვევის 71% უჭირავს; დარჩენილი დაზღვეული კულტურების 29% ნაწილდება შვიდ კულტურაზე სხვადასხვა რეგიონში.

მრავალწლიანი კულტურების შემთხვევაში კი, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიაში, აგროდაზღვევის პროგრამა არ აზღვევს ამ რეგიონებში ყველაზე გავრცელებულ კულტურებს, როგორებიცაა ჩაი, დაფნა, ზეთისხილი და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა 10 წელია მოქმედებს, ინფორმაციული, ორგანიზაციული და ტექნიკური ბაზის შექმნის პროცესი ამ დრომდე არ დასრულებულა. არადა აუდიტი წერს, რომ ეს ხელს შეუწყობდა პრობლემების იდენტიფიცირებას და შესაბამისად პროგრამის გაუმჯობესებას. რატომ ვერ მუშაობს აგროდაზღვევა გამართულად?

სტუმარი: გელა ხანიშვილი - შპს "აგრო 1959-ის" მმართველი პარტნიორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები