ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მთავრობა კონკრეტულ გეგმას მომავალ კვირაში წარადგენს, თუ როგორ შეიძლება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი რუსეთის მიერ დაწესებული ავიასანქციების გავლენას ქართულ ბიზნესზე.
ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს განსაზღვრული ჰქონდა, რომ წელს რუსეთიდან 1 700 000 ტურისტი შემოვიდოდა. 6 თვის მონაცემებით, საქართველოს უკვე ეწვია 700 000-მდე ტურისტი, შესაბამისად თუ დავუშვებთ, რომ საქართველოში ტურისტული ვიზიტები რუსეთიდან აღარ განხორციელდება, ქვეყანაში 1 000 000 ტურისტი და 2 მლრდ ლარი აღარ შემოვა.
ქვრივიშვილი რუსეთის მხრიდან იმ ქმედებებზეც საუბრობს, რასაც ჩვენი მეზობელი მიმართავს იმისთვის, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეები აღარ შემოვიდნენ.
„ადამიანები გამოდიან და სრული სერიოზულობით საუბრობენ იმაზე, რომ თურმე რუსეთის ბაზრის ჩაკეტვამ მხოლოდ მცირედით შეიძლება იქონიოს გავლენა ტურიზმზე. რეალობა სამწუხაროდ, რაც ნაკლებად პოპულისტურია არის ის, რომ დანაკლისები იქნება და რატომ: ერთია, რომ 8 ივლისი, როცა ავიამიმოსვლა აიკრძალება და მეორე რა ხდება არაპირდაპირ და არაგაცხადებულად.
ლარსის მხარეს არის დაახლოებით 18 გამშვები პუნქტი სასაზღვრო ნაწილში. დღეს ოპერირებს ორი და ლოგიკურია ჩვენ ვხვდებით, რომ იქ არის საშინელი საცობები, დიდი რაოდენობა მანქანები, მიდის პირდაპირი პროპაგანდა რუსული მხრიდან, რომ რატომ მიდიხარ საქართველოში, იქ არ არის უსაფრთხო, იქ არის რუსოფობია და ა.შ მეორე მედია, რომელსაც სათავისოდ იყენებს რუსეთი. მესამეა უშუალოდ ტურიზმის ინდუსტრია,რაც ჩვენთვის ყველაზე მტკივნეულია.
ტურისტული კომპანიები, რომელებიც რუსეთში ოპერირებენ პირდაპირ ბიზესწყარო იყო ჩვენი ტურისტული სექტორისთვის, ისინი უკვეთავდნენ ჩვენს ტურისტულ კომპანიებს სასტუმროებს, ტრანსპორტს და გიდებს. ამ ადამიანებს, ჩვენი ინფორმაციით და ეს ინფორმაცია გვაქვს კერძო სექტორიდან, იბარებენ კონკრეტულ სტრუქტურებში რუსეთში და ეუბნებიან, რომ ჩახსნან საქართველოს პაკეტები.
ჩვენი მიდგომ არის ის, რომ საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ექსპერიმენტები ვატაროთ ახლა რა მოხდება თუ რუსეთი აღარ გვეყოლება და რა დაემართება ჩვენს კერძო სეტქორს.
ამის ფუფუნება იმიტომ არ გვაქვს, რომ ჩვენ ვერ ვსაზღვრავთ, ხომ შეიძლება რუსეთმა ხვალ განაახლოს საჰაერო მიმოსვლა. ჩვენი ამომავალი წერტილი რაც არის, ვმუშაობთ ერთობლივად იმაზე, რომ მინიმუმადე იყოს დაყვანილი შესაძლო ზარალი“-განაცხადა გადაცემაში „ფორბსის კვირა“ მარიამ ქვრივიშვილმა.

























