ქვემო ქართლში მდებარე სოფელ ასურეთზე გიყვებით, იგივე ელიზაბეტთალზე. თითქმის ორი საუკუნის წინ გერმანელების მიერ აშენებულ ადგილზე, სადაც ჯერ ცარისტული რუსეთის მიერ გადმოსახლებულმა გერმანელებმა შეიტანეს თავისი ტრადიციები, შემდეგ კი უკვე საბჭოთა რუსეთის მიერ ჩასახლებულმა რაჭველებმა. ახლა ასურეთში ძირითადად რაჭველები არიან შემორჩენილები, გერმანელები თითქმის აღარ ცხოვრობენ, თუმცა ყველა კუთხე-კუნჭულს მათი ნასახლარი ეტყობა.