მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პატიმარმა ციხიდან 1 მილიონი დოლარის შოვნა შეძლო

5dd57dc0ea9e0
BM.GE
21.11.19 00:24
4017
ნიგერიაში პატიმარმა ციხიდან 1 მილიონი დოლარის შოვნა შეძლო. „ბიბისის“ ცნობით, ინტერნეტთაღლითობის ბრალდებით დაკავებულმა ოლუსეგუნ აროკემ თანამონაწილეთა ჯგუფის დახმარებით მასშტაბური საერთაშორისო თაღლითობა მოახერხა. როგორც ცნობილია, პატიმარი, რომლიც 2012 წელს დააკავეს და 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაქსიმალური უსაფრთხოების ციხეში იმყოფებოდა. თუმცა, წინასწარი გამოძიების შედეგად დაადგინეს, რომ პატიმარს მაინც ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან.

ნიგერიის ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის კომისიაში აცხადებენ, რომ ისინი გაკვირვებულები არიან, თუ როგორ შეიძლებოდა ციხიდან მას მსგავსი თაღლითური ოპერაციების განხორციელება. ვარაუდობენ, რომ მან ციხის თანამშრომლები მოისყიდა.

როგორც ცნობილია, პატიმარმა ფიქტიური სახელით ციხეში ყოფნის პერიოდში გახსნა ორი საბანკო ანგარიში და იყიდა ძვირად ღირებული ავტომობილი და სახლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები