მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პატივს ვცემთ გუნდის წევრების უფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას - თიბისი

თიბისი

თიბისი ბანკი აცხადებს, რომ პატივს სცემს გუნდის წევრების უფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას.

ამის შესახებ ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"თიბისი, როგორც ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული საერთაშორისო კომპანია, პატივს სცემს და განუხრელად იცავს მისი გუნდის წევრების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას.

საბანკო სერვისების შეუფერხებლად მიწოდება კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეული წევრისთვის, რისი უზრუნველყოფაც ჩვენი, როგორც ფინანსური ინსტიტუტის უპირველესი პასუხისმგებლობაა.

თიბისი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი", - ნათქვამია განცხადებაში.

საქმე ის არის, რომ დღეს, პროევროპულ აქციაზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე და პროტესტში ჩართული აქტივისტები [პაატა ციკოლია, კახა კინწურაშვილი, ელენე ქაიხოსროშვილი, ლაშა ბუღაძე, რატი ამაღლობელი] თიბისი ბანკის გენერალურ დირექტორს ვახტანგ ბუცხრიკიძეს შეხვდნენ და როგორც ირკვევა, მიიღეს პირობა, რომ პრობლემები არ შეექმნებათ ბანკების თანამშრომლებს, რომელთაც სურვილი ექნებათ, მონაწილეობა მიიღოს საყოველთაო გაფიცვაში. გაფიცვა 15 იანვარს 15:00 საათიდან 18:00 საათამდე იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები