მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პატრიარქის არჩევის გამო სამების ტაძრის მიმდებარედ მოძრაობა შეიზღუდება - შსს

პატრიარქის არჩევა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

უწყების ცნობით, შეზღუდვები ძალაში იქნება 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შემდეგ მიმართულებებზე:

  • ბუხაიძის ქუჩა: მოძრაობა აიკრძალება სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით. ბუხაიძის ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება — აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილებას მხოლოდ ქვეითები შეძლებენ;
  • ახვლედიანის მოედანი და აღმართი: საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება;
  • ნიაბის ქუჩა: მოძრაობა შეიზღუდება გუმბრის ქუჩის მიმართულებით;
  • მეტრო „ავლაბარი“: მოძრაობა შეიზღუდება გონაშვილის ქუჩიდან მესხიშვილის ქუჩის მიმართულებით.

შსს-ს განმარტებით, ავტომანქანებისთვის საპარკინგე სივრცეები გამოიყოფა ახვლედიანის მოედანსა და ხეთაგუროვის ქუჩაზე.

პარკინგიდან სამების ტაძრამდე მისასვლელად მოქალაქეებს ორი გზა ექნებათ:

  • სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსებით;
  • ფეხით, ახვლედიანის ქუჩის გავლით.

გარდა ამისა, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ ტაძრისკენ ფეხით გადაადგილება შესაძლებელი იქნება გონაშვილის ქუჩის საშუალებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები