ინტერვიუ კომპანია „ჯეოსელის“ გენერალურ დირექტორთან, პაველ სმალინსკისთან
როგორი იყო ჯეოსელის 20 წლიანი საქმიანობა საქართველოში, რა იყო მთავარი გამოწვევები ამ პერიოდში?
მოკლე შეფასება, რომ გავაკეთოთ ეს იყო, ინვესტირების, პროგრესის და ინოვაციების 20 წელი. ჩვენი კომპანიის პროგრესის ყველა ნაწილი საქართველოსთანაა დაკავშირებული. ჩვენი კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. ჩვენ ასევე აქტიურად ვართ ჩართულები სოციალურ პასუხისმგებლობის საკითხებში, რომელიც არაა დაკავშირებული მოგების გაზრდასთან. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ არამხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაციები შევთავაზოთ მომხმარებელს, არამედ გავზარდოთ ამ ლამაზი ქვეყნის შესახებ ცნობადობა.
კომპანიის მარკეტინგული სტრატეგია როგორია დღეისთვის? ციფრულ მარკეტინგზე რას იტყოდით?
ჩვენ „დიჯიტალიზაციის“ აქტიურ პროცესში ვართ. მომხმარებელი ითხოვს ძალიან სწრაფ და სარწმუნო ინფორმაციას. ამიტომ ვთვლით, რომ გარე რეკლამები და ბილბორდები რეკლამის ძალიან მოძველებული ფორმაა. მოსახლეობასთან კომუნიკაციის ციფრული წყარო ავირჩიეთ. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ვიყოთ ინოვაციური კომპანია. ქართულ საზოგადოებაში ძალიან ძნელია იყო ისეთი როგორიც ყველაა, თუკი არ ხარ განსხვავებული რთულია მომხმარებელთან კომუნიკაციის დამყარება.
საქართველოს ბიზნეს გარემოს როგორ შეაფასებდით?
პირველ რიგში საქართველოში საინვესტიციო გარემო ძალიან ღიაა, მე პოლონეთიდან ვარ, რომელიც ევროკავშირის წევრია. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ საქრთველოში ბიზნესის კეთება ბევრად მარტივია, ვიდრე სხვა ევროპულ ქვეყანაში. ეს მოიცავს კომპანიის რეგისტრაციას, მთავრობასთან კომუნიკაციას, რეგულატორ ოგანოებთან თანამშრომლობა, ასევე საკმაოდ მოსახერხებელია საგადასახადო ადმინისტრირება. თუნდაც ჩემს ბინადროვბაზეც არ შემქმნია პრობლემა. ჩემთვის საკმაოდ მარტივია მთავრობების წევრებთან შეხვედრა. ყველაზე მნიშვნელოვანი კომუნიკაციია, რომელიც საკმაოდ მაღალ დონეზეა საქართველოში. ჩემი კოლეგებს სხვა ქვენებში ზოგიერთი საკითხის მოგვარებისთვის რამდენიმე კვირა სჭირდებათ, საქართველოში კი ყველაფერი განსხვავებულია.

























