მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Payme: ჩვენი ამბიციაა, "თიბისისთან" ერთად გავიზარდოთ უზბეკეთის და შუა აზიის ბაზრებზე

5cced4e57090e
ელენე ჩომახიძე
05.05.19 17:20
765
თიბისი ბანკმა უზბეკეთის გადახდის პლატფორმა Payme-ს 51%- იყიდა და უზბეკეთის ბაზარზე გააქტიურებას გეგმას. რა არის Payme და რატომ აირჩია კომპანიამ საკუთარ პარტნორად თიბისი „FORBES კვირას“ კომპანიის ხელმძღვანელი სარვარ რუზვატოვი ესაუბრა: 

- სიახლეს უკვე აღარ წარმოაგდენს, რომ დაახლოებით 2 კვირის წინ თქვენი კომპანიის 51 პროცენტი თიბისი ბანკმა შეიძინა. თავის მხრივ „Payme“ უზბეკეთში გადახდების წამყვანი პროვაიდერია. საინტერესოა აღნიშნული პლატფორმა გადახდის სისტემას რა ოდენობის მომხმარებელს აწვდის და როგორ ვითარდებოდა ბოლო წლებში Payme?

დღეისათის „Payme“ უზბეკეთში გადახდების წამყვანი პროვაიდერია, რომელიც მაღალი ხარისხის გადახდის სისტემას 1.3 მილიონ მომხმარებელს აწვდის. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში კომპანია ძალიან დინამიურად ვითარდება.

რაში გამოიხატება დინამიურად ზრდა?

2013 წელს, როდესაც ბაზარზე პირველად გამოვჩნდით, მომხმარებელს შევთავაზეთ ინტერნეტის შესყიდვის სერვისი. მაშინ მცირე სტარტაპს წარმოვადგენდით და არ გვესმოდა ბაზრის სპეციფიკა. მას შემდეგ, რაც ბაზარი უკვე სიღრმისეულად შევისწავლეთ, მივხვდით, რომ უფრო მეტად სამომხმარებლო სერვისისკენ უნდა აგვეღო გეზი. 2016 წელს payme მთელი სამომხმარებლო ბაზრისთვის ჩავუშვით. პრინციპში აღნიშნული სერვისის დაანონსების შემდეგ მომენტალურად გავუშვით ბაზარზე P2P გადარიცხვების სერვისი, რომელიც სხვათაშორის უპრეცედენტო შემთხვევა იყო უზბეკეთის ბაზრისთვის. სწორედ ამან განაპირობა ჩვენს სერვისზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა და დაიწყო დინამიური განვითარება. საქმიანობის პირველ წლებში დაახლოებით 105 პროცენტიანი ზრდა გვქონდა.

საინტერესოა როგორი იყო payme-ს მოგება თუნდაც 2018 წელს?

გასულ წელს კომპანიის სუფთა მოგება დაახლოებით 800 000 დოლარი იყო.

რამდენიმე სიტყვით მინდა შევეხოთ უზბეკეთის საგადახდო ბაზრის მაშტაბებსაც. დარმწუნებული ვარ, ეს საინტერესოა ჩვენი მაყურებლისთვისაც.
მთლიანობაში უზბეკეთის ბაზარი დიდი პოტენციალის მქონე ბაზარია ინფორმაციული ტექნოლოგიების ისევე როგორც ფინანსური ტექნოლოგიების ინდუსტრიისთვის, ეს 32 000 000 მილიონიანი ბაზარია და საბანკო ტექნოლოგიები მოსახლეობის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ ვერ ფარავს. საბანკო ტექნოლოგიებში მე ვგულისხმობ თანამედროვე ციფრულ სერვისებს.

ანუ გამოდის რომ ბაზარი ჯერ კიდევ განვითარების სტადიაზეა ?

დიახ, ბაზარი ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი სერვისის პოზიტიური ფორმირება და თუნდაც სმარტფონების მეშვეობით საგადახდო სისტემის დახვეწა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ზოგადად ბაზრის სწრაფ განვითარებას.

ახლა უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ თიბისი ბანკთან არსებული ნასყიდობის გარიგების შესახებ. რატომ შეაჩერეთ არჩევანი კონკრეტულად თიბისი ბანკზე, რამ განაპირობა ის რომ სწორედ აღნიშნულმა ბანკმა შეისყიდა payme-ს საკონტროლო პაკეტი?

2018-2017 წელს ჩვენ ვაკვირდებოდით იმ რისკებსა და ცვლილებებს, რაც ჩვენს კომპანაში მიმდინარეობდა payme-ს სერვისზე მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე. არსებული ტენდენციიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა უზრუნველგვეყო ზრდის მდგრადობა და გამყარება. ცხადია, ჩვენ ვაანალიზებდით, რომ სტარტაპი ვიყავით და არ გვქონდა მიმდინარე ზრდის შენარჩუნების კორპორატიული გამოცდილება, იმ ფონზე რომ კონკურენცია ბაზარზე მატულობს, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვეძინა გამოცდილი და ძლიერი პარტნიორი.

კომპანიის გასხვისება აუცილებელ ნაბიჯს წარმოადგენდა თუ ეს უფრო სტრატეგიული ნაბიჯი იყო მენეჯმენტის მხრიდან?

ეს უფრო სტრატეგიული ნაბიჯი იყო ჩვენი მხრიდან, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი ამბიციაა გავიზარდოთ, როგორც ადგილობრივ ისე შუა აზიის რეგიონის ბაზრებზე. სწორედ ამისთვის იყო საჭირო ისეთი პარტნიორის ყოლა, როგორიც თიბისი ბანკია.

როგორ აისახება ორივე კომპანიის სამომავლო საქმიანობაზე აღნიშნული გარიგება?

ვფიქრობ, ძალიან პოზიტიურად, რადგან თიბისის სტრატეგიული ფოკუსი ეკოსისტემების განვითარებაზე თანხვედრაშია ჩვენს ხედვებთან. ვიმედოვნებ, ჩვენი სინერგია ნაყოფიერ შედეგებს მოიტანს.

და მაინც, ყველაზე მეტად რითი იყო საინტერესო და მომხიბვლელი თიბისი ბანკთან პარტნიორული ურთიერთობის გადაწყვეტილება?

პირველ რიგში ამ კომპანიის გუნდმა განაპირობა ჩვენი დაინტერესება. მათში იგრძნობა სიყვარული როგორც თანამედროვე ტექნოლოგიების ისე მართვის თანამედროვე მეთოდების მიმართ. ამან მოგვცა ჩვენ საფუძველი ვიფიქროთ, რომ ორივე კომპანია განვითარებას ერთნაირი რაკურსით ვუყურებთ. ვფიქრობ სწორედ ეს იყო ის ძირითადი კრიტერიუმი, რის გამოც პარტნიორად თიბისი ბანკი შევარჩიეთ.

უკვე გაცხადებულია, რომ payme-ს მენეჯმენტი დარჩება პოზიციებზე და ერთობლივად მოხდება კომპანიის მართვა. როგორ მოხდება მენეჯმენტის ფორმირება არნიშნული გარიგების შედეგად?

აღმასრულებელი მენეჯერები დარჩებიან თავიანთ პოზიციებზე, თიბისი ბანკის წარმომადგენლები კი სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობაში მიიღებენ მონაწილეობას. სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, როგორც რეგიონული ისე ადგილობრივი მასშტაბით ერთობლივად მივიღებთ. ცხადია, თიბისის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა კომპანიის საქმიანობისთვის.

ახლა უკვე ერთობლივ ფორმატში როგორია თქვენი უახლოესი გეგმები? რა სიახლეს შესთავაზებთ მომხმარებლებს?

სტრატეგიული გეგმის შედგენას თიბისი ბანკთან ერთად უკვე შევუდექით. ეს მოიაზრებს ახალი პროდუქტების შექმნასაც, ისევე როგორც კონკრეტულად ციფრული მომსახურების ასორტიმენტის გაფართოებას. ვფიქრობ, თიბისის ტექნოლოგიური სპექტრი მნიშვნელოვნად დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურება, როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი თვალსაზრისით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები