მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PayPal-ის წმინდა შემოსავალი მესამე კვარტალში $7,4 მილიარდია

Paypal

PayPal Holdings Inc-მა 1 ნოემბერს მესამე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიის წმინდა შემოსავალი $7,4 მილიარდია - ამის შესახებ ინფორმაციას Yahoo Finance ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, PayPal-ის გადახდის მთლიანი მოცულობა (TPV) 15%-ით, $387,7 მილიარდამდე გაიზარდა, ამასთან, 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, PayPal-ის ნაღდი ფული, ფულადი სახსრების ეკვივალენტები და ინვესტიციები $15,4 მილიარდი იყო.

მესამე კვარტალის შემოსავალმა $7,42 მილიარდი იყო, მაშინ როდესაც გასული წლის ამავე პერიოდში შემოსავალი $6,85 მილიარდი იყო. კომპანიის მოგება თითო აქციაზე $1,30, წინა კვარტალში - $1,08 იყო.

ამასთან, კომპანიის ვალი $10,6 მილიარდია. PayPal-მა მესამე კვარტალში საერთო აქციების დაახლოებით 23 მილიონი აქცია გამოისყიდა, რამაც აქციონერებს $1.4 მილიარდი დაუბრუნა.

მეოთხე კვარტალში კომპანია შემოსავლების 6-7%-ით ზრდას ელის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები