მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“Paysera საქართველო” ევროპასთან ფულადი გზავნილების სისტემების ჩანაცვლებას გეგმავს

64c223219f47a
BM.GE
27.07.23 00:00
1118
“Paysera საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გადაცემა “წერტილის” ეთერში Paysera-ს გადარიცხვების სერვისების კონკურენტული უპირატესობების შესახებ ისაუბრა. Paysera ციფრული ბანკია, რომელიც ლეიტუვური საბანკო ქსელის ქართული წარმომადგენელია.

დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, Paysera-ს კონკურენტული უპირატესობა ევროპულ საფინანსო სისტემასთან ურთიერთობის სიმარტივეში მდგომარეობს. მისი თქმით, Paysera-ს მომხმარებლები იღებენ როგორც ქართულ, ასევე ევროპულ IBAN-ს, რის შედეგადაც მათ ევრი100,000 ევრომდე ოპერაციების განხორციელება მყისიერად, 10 წამამდე პერიოდში შეეძლებათ. ამასთან, სხვა ევროპულ ბანკში გადარიცხვის საკომისიო 7 ევრო იქნება, რაც საბაზრო განაკვეთთან შედარებით ხუთჯერ ნაკლებია. ამასთან, თუკი გადარიცხვა ევროპაში Paysera-ს ანგარიშზე ხდება მაშინ საკომისიო 0 ლარია. დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, ეს ყველაფერი მათ ევროს ერთიან გადახდის სისტემაში (SEPA) მონაწილეობის შედეგად შეძლეს.

“დღეს საქართველოში საბანკო მომსახურება ძალიან ძვირია და შევეცდებით ბაზარს ჩვენი ხელი დავატყოთ. შევეცდებით ყველა საგადახდო სერვისი ძალიან კონკურენტულ ფასად შევთავაზოთ მომხმარებლებს.

მაგალითად მიგრანტებისთვის. გუშინ მოსული იყო ქალბატონი, რომელმაც სალაროში შემოიტანა თანხა, დაურეკა მის ქმარს, მანაც გახსა პეისერაში და გადარიცხა, რაც დაუჯდა 0, რადგანაც ქსელის შიდა გადარიცხვა იყო.

ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს ევროპაში და მათთვის ფულის გადარიცხვა მშობლებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ, თუ მშობელიც და შვილიც ჩვენთან გახსნის ანგარიშს, ეს დაჯდება 0.

პირიქით მაგალითი რომ ავიღოთ, მაგალითად გვყავს ემიგრანტი, რომელიც ცხოვრობს იტალიაში ან საბერძნეთში, ის ხსნის ჩვენთან ანგარიშს შესაბამისად მის დამსაქმებელს აძლევს უკვე ევროპულ IBAN-ს და მისი დამსაქმებლისთვის მის ანგარიშს ჩარიცხვა ჯდება 0. მას აქვს შესაძლებლობა, რომ მის ოჯახს საქართველოში ასევე 10 წამში გადმოუსვას ფული და შესაბამისად დაახარჯინოს. ვფიქრობ რომ ჩვენი მოსახლეობა ამას საკმაოდ მალე აითვისებს,”- აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები