Payze უზბეკეთში TBC-სთან ერთად თანამშრომლობას იწყებს. ამის შესახებ Payze-ის თანადამფუძნებელმა გეგა წურწუმიამ ბიზნესდაჯილდოება 2022-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ამ ბიზნესდაჯილდოების უკან ორი ძალიან მნიშვნელოვანი კომპანია დგას, TBC Bank-ი და VISA. TBC იმის მაგალითია, რომ საქართველოში შეიძლება ფინანსური ინსტიტუტი შეიქმნას, რომელიც რეგიონის ლიდერია, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს. ასევე ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენსა და თიბისის შორის თანამშრომლობა უკვე უზბეკეთში შედგება.
რაც შეეხება ვისას, ჩვენ როდესაც ვიწყებდით და იდეის დონეზე ვიყავით, VISA მაშინაც ძალიან გვეხმარებოდა და მას მერე ხომ სულ ჩვენს გვერდით არიან, ამიტომ ვადასტურებ, რომ VISA ყოველთვის სტარტაპების გვერდშია“, - განაცხადა გეგა წურწუმიამ.