მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პედაგოგების ხელფასები იზრდება - გავლენა კერძო სკოლებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საჯარო სკოლაში დასაქმებული 52 ათას მასწავლებლიდან 37 ათასს შრომის ანაზღაურება სულ მცირე 500 ლარი გაეზრდება. მინიმალური ზრდა იქნება 250 ლარი, მასწავლებელთა გარკვეულ რაოდენობას კი შრომის ანაზღაურება 800 ლარით მოემატებათ მთავრობის სხდომაზე კობახიძემ განაცხადა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში რეფორმები გაგრძელდება როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების ყველა სფეროში.

პრემიერის კომენტარი მოგვიანებით დააზუსტა განათლების სამინისტრომ. მათ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დღეს სისტემაში დაახლოებით 52 000-ზე მეტი პედაგოგია და მათგან საშუალოდ 500 ლარით ხელფასი ეზრდება - 21 000-მდე მასწავლებელს. 600 ლარით - 8000-მდე პირს, 700 ლარით - 5000 -მდე პედაგოგს, ხოლო 800 ლარით - 3000 - მდე მასწავლებელს, რაც ჯამში 70%-ზე მეტს შეადგენს.

მასწავლებელს დაახლოებით 25 პროცენტს ხელფასი ეზრდება 300-დან 400 ლარამდე.

მინიმუმ 200-ლარიანი მატება, მცირე საათობრივი დატვირთვის შემთხვევაშიც კი, შეეხება აბსოლუტურად ყველა პედაგოგს და ასეთია დაახლოებით დარჩენილი 5%.

რას შეცვლის საჯარო სკოლებში გაზრდილი ხელფასები კერძო სკოლებში და რა ასახვა ექნება ხელფასების მატებას სწავლის ხარისხზე?

სტუმარი: ავთანდილ აბდუშელიშვილი - კერძო სკოლა "შავნაბადას" დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები