მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პედაგოგების ხელფასები იზრდება - მოლოდინი და რეალობა

1 ივლისიდან სკოლის მასწავლებლების ხელფასი იზრდება. მთავრობამ 200 და 800 ლარამდე ზრდა დააანონსა. კონკრეტული ფორმულა რამდენით მეტ ხელფასს მიიღებენ მასწავლებლები არ არსებობს. ვის რამდენით ემატება ანაზღაურება რამდენიმე კრიტერიუმზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის განათლებაზე და კვალიფიკაციაზე, სამუშაო სტაჟზე, დატვირთვაზე და სხვა გარემოებებზე. გასათვალისწინებელია, რომ 1 ივლისიდან მასწავლებლის ანაზღაურებაზე გავლენას აღარ მოახდენს ინგლისურისა და კომპიუტერული უნარების ცოდნა, სერტიფიცირება.

კვირაში ერთი გაკვეთილის ჩატარებისთვის ყველა მასწავლებლის ხელფასი 94 ლარიდან 103 ლარამდე განისაზღვრა. გასათვალისწინებელია, რომ ამ თანხას დააკლდება საშემოსავლო გადასახადი - 20% და საპენსიო შენატანი 2%. ეს იმას ნიშნავს, რომ მასწავლებელი თითოეულ ჩატარებულ გაკვეთილზე ხელზე აიღებს 73 ლარიდან 80 ლარამდე თანხას. რამდენად ასახავს ხელფასების ზრდის საბოლოო ფორმულა მთავრობის მიერ დაანონსებულ საშუალოდ 500 ლარიან ზრდას და როგორ უნდა ხდებოდეს მასწავლებელთა კარიერული ზრდის ხელშეწყობა?

სტუმარი: შალვა ტაბატაძე - განათლების მკვლევარი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები