მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პეისერა ბანკი საქართველო ულოცავს საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას და ევროპაში ევროს გადარიცხვებს საკომისიოს გარეშე სთავაზობს

პეისერა ბიზნესურთიერთობები
18.12.23 12:52
580

დღეიდან პეისერა ბანკი საქართველოს მომხმარებლები ევროპაში ევროს გადარიცხვას საკომისიოს გარეშე შეძლებენ! აღნიშნულით, პეისერა ბანკი საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს.

დღეის მდგომარეობით ბიზნესებს და ფიზკურ პირებს, სხვა ქართული ბანკიდან ევროპაში ევროს გადარიცხვა საშუალოდ 25-დან 35 ევრომდე უჯდებათ და ადრესატიც თანხას ვერ იღებს მყისიერად. პეისერა ბანკ საქართველოში ანგარიშის გახსნის შემდეგ კი მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ გადარიცხონ ევრო ევროპაში ყოველგვარი საკომისოს გარეშე. მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმასაც, რომ ევროპაში ტრანზაქციები მიმღებთან აისახება მყისიერად, კვირის ნებისმიერ დროს, რაც ევროპელ პარტნრიორებთან ურთიერთობის გამყარების საშუალებას იძლევა.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიღება სხვა ქვეყნების მაგალითიდან გამომდინარე ნიშნავს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ფულადი გზავნილებისა და ექსპორტ- იმპორტის მნიშვნელოვან ზრდას.

მაგალითისთვის ხორვატიაში 2004 წელს, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ევროკავშირიდან წლიურად საშუალოდ 26,3%-ით იზრდებოდა და ჯამურად 2010 წლისთვის 498%-ით.

მონტენეგროში კი 2010 წლიდან, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ევროკავშირიდან 10 წლის განმავლობაში 418%-ით გაიზარდა.

სხვა ქვეყნების გამოცდილება იმას მოწმობს, რომ საქართველო, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ევროპასთან სავაჭრო და ბიზნესურთიერთობებს მნიშვნელოვნად გაამყარებს.

ბოლო 12 თვეში ევროპასთან ტვირთბრუნვამ 4.2 მილიარდი ევრო შეადგინა, ხოლო გზავნილებმა ევროპიდან - 1.17 მილიარდი ევრო. რადგანაც მომავალ წელს ამ მაჩვენებლების მნიშვნელოვან ზრდას ველოდებით, პეისერა ბანკი საქართველოს როლი, გაამარტივოს და მოქნილი გახადოს ევროპასთან სავაჭრო და ბიზნესურთიერთობები, მნიშვნელოვნად იზრდება.

პაისერა ბანკი საქართველო თავის მომხმარებელს ქართულ საბანკო ანგარიშთან ერთად უხსნის ევროპულ, საერთაშორისო, საბანკო ანგარიშს. აღნიშნული კი ქართველ მომხმარებელს, როგორც იურიდიულ ასევე ფიზიკურ პირს, ერთდროულად აძლევს წვდომას ერთიანი ევრო გადახდის სისტემაზე (SEPA, SEPA INSTANT) და საქართველოს საანგარიშწორბო სისტემაზე (RTGS).

“პეისერა ბანკი საქართველოს" გენერალური დირექტორის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დღეს საბანკო სექტორი სრულად მიემართება ციფრული არხებისკენ, რადგან მარტივ და სწრაფ გადარიცხვებს, სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი თქმით, ამ კუთხით, „პეისერა ბანკი“ უდიდეს როლს თამაშობს, რადგან ის არის ერთადერთი საბანკო ინსტიტუტი, რომლის ანგარიშები ჩართულია ევროპის ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში, რაც იძლევა ევროპაში ევროს მყისიერი გადარიცხვების შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, ეს არის დასვენების დღე, თუ სამუშაო საათების შემდგომი პერიოდი.

საქართველოში ფინტექ ასოციაციის ხელმძღვანელი დავით კიკვიძე ამბობს, რომ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, ციფრული ბანკი და გამარტივებული ტრანზაქციები ვალუტაში კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს და პეისერას გადაწყვეტილების შესახებ აღნიშნავს:

“პეისერა ბანკის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ზოგადად, ვიტყოდი, რომ მსგავსი ტიპის ბანკის და ამ შემთხვევაში პეისერას არსებობა ქვეყანაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ის არის SEPA-ს წევრი ევროკავშირში, შესაბამისად, ის უზრუნველყოფს კიდეც, რომ ტრანზაქციები ევროში იყოს გამარტივებული.”

ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტებისთვის არსობრივად ერთბაშად არაფერს ცვლის, რადგან ქართული საბანკო სისტემაშიც იგივე სტანდარტები და მოთხოვნები არსებობს, რაც ევროკავშირში.

თუმცა ამავდროულად ხაზს უსვამს, რომ ევროპასთან დაახლოების გზაზე, პეისერა ბანკის გადაწყვეტილება აბსოლუტურად ეხმაურება იმას, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები