მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პეისერა საქართველო” - სებ-მა საქართველოს პირველ ციფრულ ბანკზე ლიცენზია გასცა

637b68b7c987e
BM.GE
21.11.22 15:57
6163
ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში პირველ ციფრულ ბანკზე "პეისერა საქართველოზე" საქმიანობის ლიცენზია გასცა. ბანკის გენერალური დირექტორი ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილია, მისი ფინანსური დირექტორი გიორგი ჩრდილელი, ხოლო რისკის მართვის დირექტორი ირაკლი თოიძე. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი კი ირაკლი თევდორაშვილია, რომელიც პალიტრა ჰოლდინგის ერთ-ერთი დამფუძნებელია. 

სს "პეისერა საქართველოს" ბიზნეს მოდელი ევროკავშირის ფინანსურ სისტემასთან ინტეგრაციას ეფუძნება და მომხმარებლებისთვის ინოვაციური ციფრული პროდუქტების შეთავაზებას გულისხმობს. ციფრული მოდელის გათვალისწინებით, "პეისერა საქართველოს" მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება დისტანციურად ფილიალებისა და სერვის ცენტრების გარეშე.

"ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების თანახმად, აპლიკანტის ბიზნეს მოდელისა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების შემდგომ, საბანკო ლიცენზია გარკვეული შეზღუდვებით გაიცემა, ხოლო ციფრული ბანკის სრულად გამართვისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნის ეტაპობრივად შევსებისთვის ვადა განისაზღვრება.

სს "პეისერა საქართველოს" საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან 4 თვის მანძილზე სატესტო რეჟიმში იმუშავებს და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ექნება. საბანკო საქმიანობების რეალურ რეჟიმში განხორციელების უფლებამისილების მინიჭება, სალიცენზიო მოთხოვნების შესრულების კვალდაკვალ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე, ეტაპობრივად მოხდება. მიმდინარე ეტაპზე ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი მოცემულია ცხრილში,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები