მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პეკინის რეაბილიტაციის პროექტში გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა არ გვაქვს"

59942f5849495
BM.GE
16.08.17 17:10
988
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლომდე პეკინის ქუჩაზე გზის მარცხენა მხარეს დასრულდება მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწესრიგების სამუშაოები, რის შემდეგაც გზის საფარის პირველი ფენის დაგება დაიწყება.

"ბოლო პერიოდის მდგომარეობით, ამ კვირის ბოლომდე მთავრდება მარცხენა მხარეს ყველა მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწესრიგება, რომლის შემდეგაც კონტრაქტორი კომპანია დაიწყებს გზის საფარის პირველი ფენის დაგების სამუშაოებს. პარალელურად, გაგრძელდება ტროტუარზე მიმდინარე სამუშაოები. დღეის მდგომარეობითაც გეგმა-გრაფიკთან მიმართებაში ჩამორჩენა არ გვაქვს და შესაბამისად, ყველა ორგანიზაცია მუშაობს მაქსიმალურად კოორდინირებულად, რათა სამუშაოები გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში დავამთავროთ",- განაცხადა დავით ნარმანიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები