მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პენსია მშპ-სა და ინფლაციის მატების პარალელურად გაიზრდება"

59e062b646426
დავით ჯალაღონია
13.10.17 10:51
931
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განმარტებით, დაგეგმილი რეფორმა არსებული პენსიონერებისთვის პენსიის ზრდას ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის მაჩვენებლების შესაბამისად ითვალისწინებს. ასე უპასუხა ზოიძემ საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნას, რომ 2018 წლის ბიუჯეტში მთავრობამ პენსიების მატებაც დაგეგმოს.

"ჩვენ მოქალაქეებს წინასაარჩევნო პროგრამაში შევპირდით, რომ პენსიის ზრდა ეკონომიკური ზრდის პარალელურად მოხდებოდა. მე ვიცი და მთავრობას აქვს ვალდებულება, რომ შემოიტანონ საპენსიო რეფორმის პროექტი, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად პირველ რიგში, გათვალისწინებული იქნება იმ მექანიზმის განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც, დღევანდელ პენსიონერებს და არა მომავალ პენსიონერებს, პენსია ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის ზრდის კვალობაზე მოემატებათ. ეს მექანიზმი ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდება და მხოლოდ არჩევნებამდე რომ ახსენდებათ ჩვენს ოპონენტებს პენსიონერები, ამ შემთხვევაში, არჩევნები იქნება, თუ - არა, პენსიონერს წინასწარ ეცოდინება ყველაფერი", - განაცხადა ზოიძემ.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში წლის ბოლომდე იქნება წარდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები