მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პენსიები ეკონომიკის ზრდის პროპორციულად უნდა იზრდებოდეს"

5beadfc480026
BM.GE
13.11.18 18:28
622
"კანონით უნდა იყოს განსაზღვრული წესები, რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად, ავტომატურად ხდებოდეს პენსიების კორექტირება და ინფლაციამ არ გამოიწვიოს რეალური პენსიის შემცირება. უახლოეს ხანებში ამ მიზნით ჩვენ მოვამზადებთ კანონპროექტს და წარმოგიდგენთ განსახილველად", - ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, სოციალურ ხარჯებზე 2,9 მილიარდია გათვალისწინებული, საიდანაც 1,925 მილიონი საპენსიო თანხებია.

"სხდომაზე იქნება მოსაზრებები, რომ უფრო მეტი თანხები გამოვყოთ, სამწუხაროდ ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია. სოციალური ხარჯები უნდა გავზარდოთ იმ მოცულობით, რა მოცულობითც იზრდება ეკონომიკა. დაუშვებელია დეფიციტის, ან ერთჯერადი შემოსავლების ხარჯზე მოხდეს სოციალური ხარჯები ზრდა, ვინაიდან ეს რამდენიმე წელში გამოიწვევს ფისკალურ პრობლემებს და ეკონომიკურ რეცესიაში გადაგვიყვანს", - განაცხადა მაჭავარიანმა და დასძინა, რომ სამწუხაროდ დღეს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რამენაირ კავშირს ეკონომიკურ ზრდასა და საპენსიო ხარჯებს შორის და ეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივით შეიცვლება.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები