მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პენსიების ინდექსაცია - რა დაუჯდება სახელმწიფოს 2023 წელს პენსიების გაზრდა?

BM.GE
15.07.22 20:13
1423
მაღალი ინფლაციის გამო, 2023 წელს პენსიები სავარაუდოდ, 365 ლარამდე გაიზრდება. ამას პენსიის ინდექსაციის წესი ითვალისწინებს, რაც უკვე მეორე წელია მოქმედებს. 2020 წელს პარლამენტმა სავალუტო ფონდის რეკომენდაციით მიიღო პენსიების ინდექსაციის კანონი, რომელიც ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის დონის გათვალისწინებთ ადგენს წესს, რითიც ყოველწლიურად პენსიის ოდენობა უნდა გადაიხედოს. ამავე კანონით, ერთმანეთისგან გაიმიჯნა 70 წლამდე და 70 წელს ზემოთ მოსახლეობის პენსიები. დღეს 60-69 წლის მოქალაქეები 260 ლარის პენსიას იღებენ, 70 წელზე ხანდაზმული მოსახლეობის პენსია კი 300 ლარს შეადგენს. რამდენით გაიზრდება ბიუჯეტისთვის საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი, როგორ მუშაობს იდექსაცია, რომლის მიზანიც მაღალი ინფლაციისგან მოქალაქეთა პენსიების რეალური მსყიდველუნარიანობის შემცირებისგან დაცვაა?

სტუმარი: ლაშა ქავთარაძე - Galt&Taggart-ის ეკონომისტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები