მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პენსიონერების დასაქმების პროგრამა მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულია, ძალიან მომწონს მეორე სიცოცხლის იდეა"

57a83472be112
ნინო კვინტრაძე
08.08.16 11:20
3380
სახელმწიფო პენსიონერების დასასქმებლად ახალ პროგრამას სახელწოდებით „ცხოვრება გრძელდება“ იწყებს. პრემიერის განცხადებით, პროგრამის პრეზენტაცია უახლოეს დღეებში შედგება და ის იმ კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს, ვინც პენსიონერებს დაასაქმებენ.

პენსიონერების დასაქმების პროგრამას დადებითად აფასებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია. მისი თქმით, პროგრამა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოქმედებს. ჭყონია განმარტავს, რომ პენსიონერებმა შეზღუდული სამუშაო საათებით უნდა იმუშავონ და ახალგაზრდა თანამშრომლებს გამოცდილება გაუზიარონ. მისი თქმით, პენსიონერების დასაქმება შესაძლებელია კვების, მრეწველობის სფეროში.

"პენსიონერების დასაქმების პროგრამა მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. ძალიან მომწონს ეს იდეა და ამ თემის გარშემო ჩემი წარმოდგენა აქამდეც მქონდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსან ავიღებთ ინფორმაციას იმ ადამიანებზე ვინც იყო ტექნოლოგი, ვისაც ლაბორატრიაში მუშობის გამოცდილება აქვს და იმ საათებით იმუშავებენ რაც შეუძლიათ, ახალგაზრდებს გამოცდილებას გაუზიარებენ, ძალიან საინტერესოა. ეს არის ყოფილი სპეციალისტების დასაქმება რომლებიც პენსიაში არიან. ძალიან კარგი იდეაა და მას ჰქვია მეორე სიცოცხლე“, - აცხადებს ჭყონია.

რაც შეეხება საგადასახადო შეღავათებს, ჭყონიას განცხადებით, იდეა იმდენად ჰუმანურია, რომ ბიზნესმა საგადასახადო შეღავათების გარეშეც უნდა გამოთქვას მასში მონაწილეობის სურვილი.

"შეღავათები, რომც არ იყოს სახელმწიფოს პროგრამა იმდენად ჰუმანურია, რომ შეღავათებზე ბიზნესმა აღარ უნდა ივაჭროს. ძალიან საინეტრესოა პენსიონერებთან მუშაობა, მათთან ვისაც ბევრი გამოცდილება აქვს. თუ იქნება შეღავათი უარს არავინ იტვის, მაგრამ რომც არ იყოს ამაზე არ უნდა ვისპეკულიანტოთ. იდეა არ უნდა ჩავარდეს, ამიტომ მას კარგად განხილვა სჭირდება და სპონტანურად არ უნდა მოხდეს მისი განხორციელება.

იმ ხალხისთვის ვინც ჩვენგან პატივისცემას იმსახურებს, მათთვის ეს მეორე სიცოცხლე იქნენება.

ჩვენს პრემიერს გაცილებით თანამედროვე და მსოფლიო დონის შეხედულებები აქვს, ვიდრე სხვებს", - განაცხადა ჭყონიამ „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები